შინაარსზე გადასვლა

კლაუდიო მარკიზიო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდიო მარკიზიო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კლაუდიო მარკიზიო
დაბადების
თარიღი
19 იანვარი, 1986 (1986-01-19) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
ტურინი, იტალია
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1993–2006 იუვენტუსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2018 იუვენტუსი 294 (33)
2007–2008   ემპოლი 26 (0)
2018–2019 ზენიტი 9 (2)
სულ 329 (35)
ეროვნული ნაკრები
2007–2009 იტალია 21 წლ. 14 (1)
2009–2017 იტალია 55 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კლაუდიო მარკიზიო (დ. 19 იანვარი, 1986, ტურინი) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა იტალიურ კლუბ „იუვენტუსში“.

ახალგაზრდული კარიერა გაატარა მშობლიური ქალაქის კლუბში. 2007–2008 წლების სეზონში განათხოვრებული იყო „ემპოლიში“. 2012–2013 წლების სეზონიდან არის „იუვენტუსის“ მესამე კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონისა და ჯორჯო კიელინის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც მარკიზიოს ჰქონდა გარღვევა 2008–2009 წლების სეზონში, მას იტალიური პრესის წარმომადგენლები ხშირად ადარებენ „იუვენტუსის“ ყოფილ იტალიელ ფეხბურთელ მარკო ტარდელის მისი თამაშის სტილის გამო.[1][2][3]

მარკიზიო 2005 წ.

მარკიზიო დაიბადა ტურინში. მისი ოჯახის წევრები იყვნენ „იუვენტუსის“ გულშემატკვირები.[4] მისი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ სეზონური აბონემენტით და კლაუდიო ესწრებოდა მატჩებს სტადიო დელე ალპიზე. 7 წლის ასაკში გადავიდა „იუვენტუსის“ ბავშვთა გუნდში.[5][6]

2004–2005 და 2005–2006 წლების სეზონში ფაბიო კაპელო ავარჯიშებდა ხოლმე მას მთავარ გუნდთან ერთად და გადაეცა ნომერი.

2007 წლის 25 ივლისს მარკიზიო გაანათხოვრეს „ემპოლიში“ მის კარგ მეგობარ სებასტიან ჯოვინკოსთან ერთად, რათა მიეღოთ სათამაშო პრაქტიკა.[7] მისი დებიუტი სერია A-ში შედგა 26 სექტემბერს „ფიორენტინასთან“ მატჩში. ევროტასებზე დებიუტი ჰქონდა უეფა-ს თასზე „ციურიხთან“ მატჩში. მას გოლი არ გაუტანია „ემპოლის“ შემადგენლობაში. კლუბი გავარდა ჩემპიონატიდან და კლაუდიო რანიერიმ ის დააბრუნა „იუვენტუსში“.

2018 წლის 17 აგვისტოს კლაუდიო მარკიზიომ იუვენტუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მარკიზიო იუვენტუსის რიგებში 25 წელი ირიცხებოდა. მან 294-ჯერ მოირგო იუვენტუსის მაისური და 33 გოლის გატანა მოახერხა.

2019 წლის 3 სექტემბერს კლაუდიო მარკიზიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

კარიერის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემულია 2016 წლის, 17 აპრილის მდგომარეობით.

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროპა სხვა სულ
სერია მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
იუვენტუსი 2005–06 სერია A 0 0 0 0 0 0 0 0
2006–07 სერია B 25 0 1 0 26 0
2008–09 სერია A 24 3 2 0 6 0 32 3
2009–10 28 3 0 0 7 0 35 3
2010–11 32 4 1 0 8 0 41 4
2011–12 36 9 3 1 39 10
2012–13 29 6 2 0 8 2 1 0 40 8
2013–14 29 4 2 0 11 0 1 0 43 4
2014–15 35 3 4 0 12 0 1 0 52 3
2015–16 23 0 3 0 5 0 1 0 32 0
სულ 261 32 18 1 57 2 4 0 340 35
ემპოლი (იჯარით) 2007–08 სერია A 26 0 1 0 2 0 29 0
სულ კარიერაში 287 32 19 1 59 2 4 0 369 35

1 აქვე იგულისხმება იტალიის სუპერთასის მატჩებიც. [8]

მარკიზიო ევრო 2012-ის მეოთხედფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.
იტალიის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
2009 2 0
2010 7 0
2011 9 1
2012 13 0
2013 10 1
2014 10 2
2015 3 1
სულ 54 5

მოცემულია 2015 წლის, 17 ნოემბრის მდგომარეობით.

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1 7 ოქტომბერი 2011 ცრვენა ზვეზდას სტადიონი, ბელგრადი, სერბეთი სერბეთის დროშა სერბეთი 1–0 1–1 ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი
2 11 ივნისი 2013 ვასკო და გამას სტადიონი, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია ჰაიტის დროშა ჰაიტი 2–0 2–2 ამხანაგური
3. 4 ივნისი 2014 რენატო კურის სტადიონი, პერუჯა, იტალია ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 1–0 1–1 ამხანაგური
4. 14 ივნისი 2014 არენა ამაზონია, მანაუსი, ბრაზილია ინგლისის დროშა ინგლისი 1–0 2–1 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014
5. 17 ნოემბერი 2015 რენატო დალ არას სტადიონი, ბოლონია რუმინეთის დროშა რუმინეთი 1–1 2–2 ამხანაგური

იუვენტუსი

იტალია
იტალია 21 წლ.

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Marchisio, da riserva a intoccabile“. Gazzetta dello Sport. 29 ნოემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. „Tardelli: "Juve, Marchisio è come me". Tuttosport. 24 სექტემბერი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2012-07-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „Marchisio, un Predator da Playstation“ (იტალიური). Corriere della Sera. 27 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. „Rete e bacio al tatuaggio – Claudio è lo spot del vivaio“ (იტალიური). La Stampa. 1 მარტი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-02. ციტირების თარიღი: 2012-07-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Claudio Marchisio renews contract until 2014“. juventus.com. 29 იანვარი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. „Mia mamma è un ultrà“. Vanity Fair Italia. 9 December 2009. pp. 148–150.
  7. „Marchisio: "Vado, gioco, miglioro e torno" (იტალიური). Il Sole. 29 ივლისი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. http://www.national-football-teams.com/v2/player.php?id=10124
  9. „Champions of Italy: Claudio Marchisio“. juventus.com. 30 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. „Ibrahimovic voted Serie A's best“. fifa.com. 24 იანვარი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-27. ციტირების თარიღი: 2012-07-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)